1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სუბარის უწყებამ მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი შეცვალა

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ცვლის და სავარაუდო მიზეზად, ამჯერად, კიბეზე დაგორების ნაცვლად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ახალ განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებულმა თავის არეში დაზიანებები საცხოვრებელ კორპუსებში პატიმრების გადანაწილების შემდეგ მიიღო. "სამწუხაროდ, 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული გარდაიცვალა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი" ინფორმაცია მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სოზარ სუბარს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები