საზოგადოება
როგორ ერთობიან ახალაიას საქმეზე მთავარი მოწმეები?
2013-05-23 16:19:53
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახლაიას სასამართლო პროცესზე მომწეების სტატუსის მქონე პირები, რომლებიც შსს–ს სპეცრაზმელები იყნენ, ახალაიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ჩვენებებში დაზარალებლები წერდნენ, რომ ბაჩო ახალაიას მიერ მათ წამების შემდეგ ორი თვის განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ, აღენიშნებოდათ მოტეხილობები და ტვინის შერყევა. დღევანდელ პროცესზე, ყველასთვის მოულოდნელად, დაცვის მხარემ სკანდალური ფოტო–მასალა წარმოადგინა. აღნიშნულ ფოტოებზე დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთ ვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებულები, სადაც მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.
კომენტარები