1 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამღვდელოება უზრდელად მოიქცა“ - ილია II

ჩამოტვირთვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მაისს განვითარბულ მოვლენებს გამოეხმაურა. ილია II მწუხარებას გამოთქვამს აქციაზე ქართველი სამღვდელოების ქცევის გამო. ამის შესახებ ილია მეორემ სამებაში განაცხადა. "რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული კურნავს" - აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები