1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია თბილისშია

ჩამოტვირთვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია საქართველოში დაბრუნდა. სალაყაიას საქართველოდან გასვლის შესახებ გუშინ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თაკო სალაყაიამ საქართველო 21 მაისს, მას შემდეგ დატოვა, რაც ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩაბარდა. გუშინ ყოფილმა პრემიერმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ თაკო სალაყაია გზაშია და საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებოდა. მერაბიშვილის თქმით, საქართველოდან წასვლის წინ მეუღლემ ჰკითხა, წასულყო, თუ დარჩენილიყო და მიუხედავად იმისა, რომ დაკავების საფრთხე არსებობდა, მეუღლე დაამშვიდა, რის შემდეგაც სალაყაია საქართველოდან გაემგზავრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები