1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ა.შ.შ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დაუშვებლად მიიჩნევს

ჩამოტვირთვა

რადიო თავისუფლებამ თხოვნით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, კომენტარი გაეკეთებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ გულდასმით ადევნებს თვალყურს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებსა და მათი საქმეების გამოძიებას. მისი სიტყვებით, აშშ-მა საქართველოს მთავრობას მკაფიოდ უთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი გამოძიებებისა და სასამართლოს წესით დევნის განხორციელება პროცედურის სრული დაცვით და რომ დაუშვებელია პოლიტიკური ანგარიშსწორება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები