მსოფლიო
12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე 40 წლამდე მამაკაცი იძებნება
2013-05-22 18:43:24
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველები ჩხოროწყუში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე 40 წლამდე ასაკის, წითურის სახის, ხალიან მამაკაცს ეძებენ. ასე აღწერს მსხვერპლი ეჭვმიტანილს. 12 წლის გოგონას ქუთაისში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვის პასუხი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გაუპატიურების ფაქტის შესახებ, 12 წლის გოგონამ პირველად სახლში, დედას უამბო. ბავშვმა აღნიშნა, რომ დამნაშავე მას დაემუქრა კიდეც, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. მომხდართან დაკავშირებით, არასწრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ჩხორუწყუს რაიონის შს სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. (გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია 14 წელი- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, 15- დან 20 წლამდე). ამჟამად კი მიმდინარეობს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დადგენა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები