საზოგადოება
სამეგრელოში 12 წლის გოგონა გააუპატიურეს
2013-05-22 16:15:01
ჩამოტვირთვა
შემზარავი ფაქტი სამეგრელოში. ჩხოროწყუს რაიონში 12 წლის გოგონა გააუპატიურეს. შემთხვევა 21 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. სწორედ იმ დროს, როდესაც, არასწრულწლოვანმა მეცადინეობის შემდეგ მუსიკალური სკოლის შენობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აი-ტი-ვისთან საუბარში ფაქტი დაადასტურა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 137-ე მუხლით, აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეჭვმიტანილის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, შესაბამისად გაურკვეველია ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული ამნისტირებულმა პიროვნებამ. ბოლო პერიოდში მოზარდების გაუპატიურების ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა. ეჭვმიტანილთა უმეტესობა ამ საქმეებში ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრები არიან.
კომენტარები