საზოგადოება
შემზარავი ფაქტი თბილისში - ახალგაზრდას "სხვანაირი" ქცევის გამო გაუსწორდნენ
2013-05-22 14:18:37
ჩამოტვირთვა
მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე რუსულ ეკლესიასთან სამი მამაკაცი ახალგაზრდა ბიჭს სასტიკად გაუსწორდა. გამვლელის მიმართ გამოჩენილი აგრესია, სავარაუდოდ მისმა ჩაცმულობამ და სიარულის მანერამ გამოიწვია. როგორც ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ამბობს, ტროტუარზე დაგდებულ ახალგაზრდას სამი ბიჭი წიხლებს ურტყამდა და სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებდა. დაზარალებულს ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა. ის იქვე მცხოვრებმა ქალებმა ტაქსში ჩასვეს და ტერიტორიას გაარიდეს. ინფორმაციას ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაში“. თუმცა მათთვის უცნობია იყო თუ არა აღნიშნული პიროვნება ლგბტ პირი.
კომენტარები