მსოფლიო
17 მაისის აქციის მონაწილეებს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ
2013-05-21 19:44:54
ჩამოტვირთვა
17 მაისის აქციის მონაწილეებს 100-100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. ისინი შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალრღვევის ფაქტზე დააკავა. მოსამართლე ნინო ონიანის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობისთვის იქნენ აღიარებული. თუმცა მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დაუდასტურდათ. ოთხ ახალგაზრდას ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ. ზურაბ ჩხეიძეს, გოგა კუჭუხიძეს, ბექა ფირალიშვილსა და ამირან მანთაშაშვილს ჯარიმის თანის გადახდა შვიდი დღის განმავლობაში მოუხევთ.
კომენტარები