საზოგადოება
17_მაისის ინციდენტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს
2013-05-21 11:44:06
ჩამოტვირთვა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავა .
ბრალდებულები პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
რაც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ითვალისწინებს.
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.
კომენტარები