1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამების ტაძრის მოძღვარი ბილწსიტყვაობას უარყოფს

ჩამოტვირთვა

სამების ტაძრის მოძღვარი ანთიმოზ ბიჩინაშვილი უარყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში მისი ბილწსიტყვაობა ისმის. როგორც არქიმანდრიტი აცხადებს, ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას განსაკუთრებით ებრძვის და მისი თანდასწრებით გინებას ყველას უკრძალავს. როგორც მოძღვარი ანთიმოზი ამბობს, თავ-პირი არავისთვის დაუმტვრევით და მხლოდ პატრულს ეხმარებოდნენ, რომ მიკროავტობუს ტერიტორია მშვიდობიანად დაეტოვებინა. არქიმანდრიტმა განმარტება იმ კადრებზეც გააკეთა, რომლებშიც სასულიერო პირი ტაბურეტით ხელში გარბის. - როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ეს ჩემი ხმა არ არის. ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას ვებრძვი და ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემი თანდასწრებით არ შეიგინონ. 30-30-ჯერ გაუშვეს "I არხმა" და "რუსთავი2"-მა ეს სიუჟეტი. რატომ არ დაადგინეს, ხმა ნამდვილად ჩემი იყო თუ არა? - ამ სასულიერო პირს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა, თავს სუსტად გრძნობდა და აქციაზე ტაბურეტით იმიტომ წამოვიდა, რომ დაღლილობისას ჩამომჯდარიყო. გეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვართ იმ ხალხის გენის, ასი ათასი ქართველის, რომელმაც მეტეხთან ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებს არ დაადგა ფეხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები