1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 წლის მოზარდი ამნისტირებულმა პატიმარმა გააუპატიურა

ჩამოტვირთვა

15 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ მესამე "გოროდოკის" დასახლებაში 17 წლის მოზარდი ყოფილმა პატიმარმა გააუპატიურა. "tv-25"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 11 ნახევარზე მოხდა. მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხების უკან გაიყვანა. შემთხვევის ადგილს დედამ მეზობლების დახმარებით რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად მიაკვლია. როგორც მეზობლები აცხადებენ, მოზარდის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, მანამდე სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა და პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. ის ხელვაჩაურში, ამავე დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მეზობლებთან კონტაქტი იშვიათად ჰქონდა. 17 წლის გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები