1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რეინკარნაცია - მითი თუ რეალობა?

ჩამოტვირთვა

რაც უფრო ასაკში შედის კაცობრიობა მით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება უკვდაობის თემით , მედიცინა არ დგას ერთ ადგილას და თანამედროვე ჰომოსაპიენსი მის წინაპრებზე უფრო დიდხანს ცხოვრობს, ამასთან სამყაროში იბადება იდეები რის მიხედვითაც ჩვენ წესით 100 წლის მანძილზე უნდა შევძლოთ სიცოცხლე. რუსულ ფედერალურ ბიუროში შევიდა განცხადება მეცნიერების მიერ სახელწოდებით ”ხერხი რომლითაც ადამიანი შეძლებს იცოცხლოს ასი წლის მანძილზე” მოდით გავიგოთ რა თეორიაა ეს და რას გვთავაზობენ ისინი… ადამიანის ცხოვრების ხანგრძლიობის გაზრდით უამრავი მეცნიერია დაინტერესებული , ამაში კი უამრავი დრო და ფული იხარჯება , მაგრამ ვნახოთ რას გვთავაზობენ რუსი მეცნიერები. როგორც ისინი განმარტავენ ეს არის ერთი სულის გადასვლა მეორე სხეულში. მათ ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა , რომ ინფორმაცია ბავშვის ტვინში ხვდება დაბადებამდე რამდენიმე წამით ადრე, ხოლო ზოგადად ნაყოფში ხვდება ორსულობის მეხუთე თვეში (ზუსტად მაშინ როცა ფორმულირდება თავის ტვინი).ყველაფერი ხდება მაშინ როცა ფეხმძიმე ქალი და მომაკვდავი ადამიანი იმყოფებიან ერთმანეთისგან 2 ათასი კილომეტრის დაშორებით. ამისთვის გამოიყენება სენსორი , რომელიც აკონტროლებს რადიო ტალღებს და აფიქსირებს დროს. მეცნიერები ასკვნიან , რომ წრიულ 2 000 კილომეტრ რადიუსზე არჩეულ მომენტში მიახლოებით 10 ფეხმძიმე ქალია. თუ გავიგებთ რამდენ ხანში გამოდის ინფორმაცია მომაკვდავი სხეულიდან და რამდენ ხანში აღწევს იგი ნაყოფში , მაშინ დიდი სიზუსტით შეგვეძლება ვთქვათ როდის და სად მოხდა რეინკარნაცია. ბევრი ადამიანის აზრით რეინკარნაცია უბრალოდ სისულელეა , მაგრამ ეს ასევე ბევრი ადამინისთვისაა რეალობა. თუ მოხვდებით ლენინის ბიბლიოთეკაში და მოითხოვთ წიგნებს ”რეინკარნაციაზე” თქვენ მოგაწვდიან 70 წიგნს და კიდევ რამოდენიმე ათეულ სამეცნიერო ნაშრომს. ამერიკაში შექმნილია ასოციაცია სახელწოდებით ”მუდმივი დაბრუნების ცენტრი” , რომელიც დაკავებულია წყვილების შერჩევით , რომლებიც წინა ცხოვრებაშიც ცოლ–ქმარნი იყვნენ. არსებობს ცნობილი ისტორია, რომელზე გადაღებული BBC დოკუმენტური ფილმიც: ერთდროულად რუსი და ესპანელი ქალბატონი მოყვა ავარიაში, რის შემდეგაც ესპანელი ქალბატონი გარდაიცვლება, ხოლო რუსი შეძლებს კომიდან გამოსვლას და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს იგი დაიწყებს ესპანურად ლაპარაკს , ისე რომ არ ემახსოვრება მისი ნამდვილი წარმოვლობა , არც სახელი და არც ოჯახი. როგორც ჩანს რეინკარნაცია გაურკვეველ ვითარებაში მოხვდა , ორმა ბედისწერამ ერთმანეთი გადაკვეთა , რის გამოც მხოლოდ ერთი გადარჩა. ასევე საინტერესო გაგრძელება აქვს პრეზიდენტ კენედის ისტორიას. მისი გარდაცვალების მომენტში ახალი გვინეის ჯუნგლებში ბურუოკოს ტომს შეემატა მეომარი, რომელსაც არაანუ დაარქვეს. დღეს მეცნიერები მას ტრაგიკულად დაღუპული კენედის განმეორებად თვლიან. არაანუ არასოდეს გამოსულა ტყიდან, არ შეხვედრია ცივილიზებულ ადამიანებს, არ წაუკითხავს წიგნები და გაზეთები, არ აქვს ტელევიზორი, მაგრამ კენედის შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე ამ თემაზე წლობით მომუშავე ისტორიკოსებმა. ის ამტკიცებს, რომ წინა ცხოვრებაში ამერიკაში ცხოვრობდა, ჯონი ერქვა და დიდი ტომის ბელადი იყო… ქრისტიანული მოძღვრებით, ყველა ადამიანი თავისი სხეულით აღდგება, სულის გადასვლა სხვა სხეულში შეუძლებელია. თითოეული ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მართლმადიდებელი ქრისტიანი სასუფევლისა და მარადიული ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოს. ჭეშმარიტება ისაა, რომ ადამიანი სრულყოფისაკენ მხოლოდ განღმრთობის ანუ ღმერთთან მიმსგავსების გზით მიდის, ეს კი ნიშნავს ქრისტიანული, უფლის მცნებებით ცხოვრებას, სინანულს, აღსარებას და ზიარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები