1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ „ინფო 9“-ის ოფისში ხანძარის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

სამართალდამცავებმა საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ოფისში ხანძრის გაჩენის ბრალდებით, ამავე სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ზაალ ფ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნასვამი იყო,როდესაც ფარულად შევიდა „ინფო 9“-ის ოფისში და შურისძიების მიზნით, ვიდეოკამერების შესანახ ჩანთებს ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ერთ-ერთ ვიდეოკამერა წამოიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ზაალ ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ინფო 9“–ის კუთნილი, მოპარული კამერა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით და 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები