1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ამის გამო დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ტერორისტული თავდასხმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს განხორციელდა. 5-კაციანმა ტერორისტულმა ჯგუფმა ბაზაზე იერიში მიიტანა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს, თუმცა შეტევის მოგერიებისას სამი ქართველი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები