1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურჯაანის რაიონის ოთხ სოფელში სტიქიამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა

ჩამოტვირთვა

გუშინდელმა სტიქიამ გურჯაანის რაიონის ოთხ სოფელში მოსავალი მთლიანად გაანადგურა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ვეჯინს, კოლაგს, ბაკურციხესა და კარდენახს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი რამდენიმე დაზარალებულ ოჯახში მივიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. წვიმისგან გამოწვეულმა ნიაღვარმა სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართული და სარდაფები დატბორა, სადაც ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და წყალს ტუმბავენ. სოფლებს ელექტორენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის თბილისი-ბაკურციხე-თელავის მთავარ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები