1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირისთვის 12 პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირის ბრალდებით 12 პირი დააკავა. შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ ისინი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავა. ქურდული სამყაროს 12 წევრი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალბატონი, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის არიან ნასამართლევი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდულ სამყაროს აღიარებდნენ და ცდილობდნენ მათი ინტერესების საზოგადოებაში დანერგვას. დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები