1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცი, რომელმაც დიდუბის გამგეობასთან პატრულს ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი პატიმარია

ჩამოტვირთვა

მამაკაცი, რომელმაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან ცეცხლი გახსნა, ყოფილი პატიმარია. წინასწარი ინფორმაციით ეს პიროვნება ნუგზარ სუჯაშვილია, რომელმაც ციხე ცოტა ხნის წინ ამნისტიის შედეგად დატოვა. როგორც გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, 50 წლის მამაკაცი იარაღით ხელში გამგეობის წინ სამი საათის განმავლობაში იჯდა. მას შემდეგ რაც საპატრულო ეკიპაჟმა ეს ფაქტი დააფიქსირა, ვითარებაში გარკვევას შეეცადა, თუმცა აღნიშნულმა პიროვნებამ პოლიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა. ადგილზე ამჟამად მუშაობას აგრძელებენ სამართალდამცველები. დაკავებულმა პიროვნებამ თავის არეში დაზიანება მიიღო, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები