მსოფლიო
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ორი პირი დააკავა
2013-05-08 12:27:44
ჩამოტვირთვა
შსს-ს თბილისის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას – „ნაგანი“–ს ტიპის რევოლვერი და 15 საბრძოლო ვაზნა და „მაკაროვი“–ს სისტემის რევოლვერი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
კომენტარები