1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შ.ს.ს–მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვანო ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულმა თელავში, „ზუზუმბო"-ს ტერიტორიაზე, თანასოფლელი, 1987 წელს დაბადებული თენგიზ ჩ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმალვაში მყოფი ვანო ა. დანაშაულის ჩადენიდან მეოთხე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები