2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

5-6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

ჩამოტვირთვა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 5-6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 19:00 საათამდე ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გამოსასვლელიდან გავლენ; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" სასაფლაოს მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩადან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" - ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით. დედაქალაქის მერიის ცნობით, შაბათს, ღამის 12:00 საათიდან კვირას 03.00 საათამდე მეტროპოლიტენით გადაადგილებაც უფასო იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები