საზოგადოება
შსს–მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
2013-05-02 13:57:46
ჩამოტვირთვა
გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: იორამ ო, ბესიკ ბ. და გიორგი დ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ორმა წევრმა მათზე დაკისრებული ვალდებულება კეთილსინდისიერად არ შეასრულეს, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი. ისინი, პირადი გამორჩენის მიზნით, თავის ახლობლებსა და ასევე სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს გაურიგდნენ და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა–დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ის 332–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
კომენტარები