2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნოდარ ხადური „მარგებელი ჰოლდინგის“ საწარმოებს სტუმრობდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მარნეულის რაიონში, „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები, „მარნეული აგრო,“ „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „თელეთის ფერმა“ დაათვალიერა. ხადური ადგილზე გაეცნო საწარმოების მუშაობასა და მეწარმეების სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე განიხილებოდა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები, ასევე არაალკოჰოლური სასმელების მარკირების თემა, ვინაიდან „მარგებელი ჰოლდინგში“ შედის ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი.“ მარნეულის სასურსათო ქარხანა 2007 წელს დაარსდა და დღეს უკვე ერთ–ერთ მოწინავე პოზიციაზეა ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და ქართულ ნედლეულზე არის დამზადებული. საწარმოს ერთ–ერთი მსხვილი პარტნიორი ევრო ბანკია, რომლის დელეგაციაც საქმიანი ვიზიტით სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ქარხანაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები