2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს_მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს საზღვრის კვეთისას დააკავეს. დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვა–გადაზიდვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები