2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა–შეძენის ფაქტზე

ჩამოტვირთვა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე–2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები