2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რას აკეთებდა რუსი პედოფილი ბათუმში?

ჩამოტვირთვა

საქართველოში, რუსი მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ადასტურებენ. დაკავების მიზეზად, აღნიშნული პირის მიერ, სამართალდამცავების ნებართვის გარეშე, რუსეთის ტერიტორიის დატოვება სახელდება. რუსეთში ლავროვს საკუთარი მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. ამის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც, ერთ-ერთი სპორტსმენის მშობლებმა მას პოლიციაში უჩივლეს. ალექსანდრე ლავროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, და ლავროვს შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, როდესაც მან სამშობლო მიატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ალექსანდრე ლავროვუ ახლა ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ხელისუფლების მიერ ძებნილ ცნობილ ტრენერს ექსტრადიციისათვის ამზადებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები