საზოგადოება
პატრული სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
2013-04-26 14:02:53
ჩამოტვირთვა
საპატრულო პოლიციის ყოფილი თანმაშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. შესაბამისი სარჩელი ზვიად კუპრავამ საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა, მის უფლებებს თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი და სამარტალდამცავთა ლიგის ადვოკატი გრიგოლ კვინიკაძე დაიცავს. ზვიად კუპრავას განცხადებით ფაქტი რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს 1 იანვარს მოხდა. ის მეწყვილესთან ერთად გამოძახებაზე გავიდა, სადაც მოქალაქები, ბუნებრივი აირით მოიწამლნენ, ამ დროს მოხდა ქურდობა, კუპრავას განმარტებით მისმა მეწყვილემ ოჯახიდან ოქრო მოიპარა, რის საფუძველზეც ის დააკავეს, ხოლო კუპრაავს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. რაზეც მან უარი განაცხადა. სამი ტვის განმავლობაში მასეზე ზეწოლა მიმდნირეობდა, საბოლოოდ 29 მარტს ზვიად კუპრავას სამსახური მაინც დაატოვებინეს. როგორც ყოფილი პატრული აცხადებს მან ამ შემთხვევის შესწავლა შსს გენერალურ ინსპექციას მოსთხოვა, სადაც საქმის მოკვლევა დღემდე მიმდინარეობს.
კომენტარები