საზოგადოება
14 წლის დაუბანელი ცოლ-ქმარი
2013-04-25 15:13:33
ჩამოტვირთვა
უკვე 14 წელია რაც მაკეევკის მცხოვრებ ,73 წლის ანატოლი შახოვსა და მის მეუღლეს ლარისას არ უბანავიათ,არც თმები შეუჭრიათ და არც ფრჩხილები მოუჭრიათ. მათ მოსწონთ ასე ცხოვრება და თავს ბედნიერად გრძნობენ. მოხუცის წვერის სიგრძემ 2 მეტრს მიაღწია, მისი ცოლის ნაწნავების კი 15ს. ტანსაცმელი ტანზე წლობით აცვიათ ,ვიდრე არ გაცვდება.
მოხუცი ცოლ–ქმარი სიამაყით აღნიშნავს,რომ ცივილიზაციის მიღწევებს ისინი არ აღიარებენ. არ უყურებენ ტელევიზორს, ოჯახში არ აქვთ გაზმომარაგება, ელექტროენერგია და კანალიზაციაც კი. ამ ყველაფერზე მათ საკუთარი ნებით თქვეს უარი,
ბედნიერი წყვილი საკვები პროდუქტის შესაძენად ქალაქში თვეში ერთხელ გადის. მოქალაქეებმა რომ დასცინონ თმებს ისინი თავსაფრებსა და ქუდებში მალავენ.
თავისუფალ დროს ანატოლი კითხვაში ატარებს, მას 2000მდე წიგნი აქვს. გარდა ამისა ის ლექსებს წერს, ლარისა კი ფორტეპიანოზე საკუთარ ნაწარმოებებს უკრავს.
ცოლ–ქმარი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია, რომელიც მათი ღობის მიღმაა სულაც არ სჭირდებათ, სრული ბედნიერებისთვის მათ ერთმანეთიც ყოფნით.
კომენტარები