მსოფლიო
ესწრებოდა თუ არა ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი ავტორი სემინარებს საქართველოში?
2013-04-24 14:55:38
ჩამოტვირთვა
ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გაიწვრთნა, - ინფორმაციას რუსული გამოცემა "იზვესტია" ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, "კავკასიური ფონდი" ფონდ "ჯეიმსთაუნთან" ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა. ჭანტურია წერს, რომ "კავკასიური ფონდი" 2008 წლის 7 ნოემბერს, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად შეიქმნა.-წერს "იზვესტია".
კომენტარები