2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს–მ საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ახალციხის რაიონის სოფელ კარტახში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის ედება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული უზბეკეთის მოქალაქეების: საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–344–ე პრიმა მუხლის (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი აზერბაიჯანის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, ხოლო საქართველოს მოქალაქე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქართველი ეჭვმიტანილი თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 1,6662 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება აზერბაიჯანელი ეჭვმიტანილისაგან შეიძინა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 25.4305 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება ქართველი დამნაშავის მიმართ საქართველოს სსკ ის 260-ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გადაზიდვა), ხოლო აზერბაიჯანელის მიმართ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გასაღება) მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები