2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

NTV: „ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის ენა ვერ გაიგეს...“

ჩამოტვირთვა

„ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტში თავისი გამოსვლა ფრანგულ ენაზე დაიწყო, ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი არის საფრანგეთის მოქალაქე, შემდეგ კი ლაპარაკი გააგრძელა წინაპართა ენაზე, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა სხდომაზე ქართულიდან თარგმნასთან დაკავშირებით, რადგან მოხსენებას ჯერ ინგლისურად და ფრანგულად თარგმნიან, შემდეგ კი სხვა დანარჩრენ ოფიციალურ ენებზე. დეპუტატების უმრავლესობამ კარგად ვერ გაიგო რაზე ლაპარაკობდა ივანიშვილი“ – ასეთ შეფასებას უკეთებს რუსული არხის, ენ–ტე–ვეს კორეპონდენტი საქართველოს პრემიერის გამოსვლას ევროპარლამენტში. აქვე ჟურნალისტი დასძენს, რომ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ივანიშვილმა პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, არ უნდა აკრიტიკოს სხვა ქვეყნები. ენ-ტე-ვეს ჟურნალისტი ყურადღებას ივანიშვილის ოცნებაზეც ამახვილებს „ბატონმა ივანიშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატებს გაუზიარა თავისი ოცნება – საქართველოსა და რუსეთს შორის მოწესრიგდეს და დალაგდეს ურთიერთობები, მართალია ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს დროის საკითხია და არც ისე მალე მოგვარდება, როგორც ბატონ პრემიერს სურს, მაგრამ ამის იმედს მაინც იტოვებს“ – აღნიშნა კორესპონდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები