მსოფლიო
გენერალური პროკურორის შემდეგ დათა ახალაისათვის პასუხისმგებლობის მოხსნაზე შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს
2013-04-24 12:05:50
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიას "შეღავათი გაუწიონ".
„თუ დათა ახალაიას აქვს სურვილი, თავის ქვეყანასა და ხალხს უთხრას სიმართლე, რა ხდებოდა რეალურად და რა დავალებებს აძლევდნენ მას, ეს დაეხმარება გამოძიებას იმ მრავალი საქმის გახსნაში, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული. საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყანას წაადგება. არ გამოვრიცხავ მასთან თანამშრომლობას, გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
კომენტარები