საზოგადოება
პედაგოგს მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ
2013-04-22 15:53:59
ჩამოტვირთვა
გორის რაიონის ზერტის სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობელი სკოლის პედაგოგს ირინა ტურაშვილს მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებს. მშობლების განცხადებით, პედაგოგმა რამდენიმე დღის წინ ბავშვები ჯოხით სცემა, მხოლოდ იმიტომ რომ გაკვეთილზე იცინოდნენ. მათივე თქმით, შვიდი წლის გოგონას მანანა კაბისოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გოგონას დედის ია კაბისოვას განცხადებით, ბავშვს სამი დღის განმავლობაში პირღებინება ჰქონდა. მას წოლითი რეჟიმი აქვს და ის სკოლაში არ დადის. გოგონაც და მისი თანაკლასელებიც აცხადებენ, რომ მასწავლებელმა ჯოხი თავის არეში ჩაარტყა. მოზარდებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორიც.
დირექტორ მზევინარ ცარიელაშვილი თქმით ტურაშვილს სხვადასხვა გადაცდომაზე არაერთი საყვედური აქვს მიღებული. მოკვლევის დასრულების შემდეგ დირექტორი არ გამორცხავს, რომ პედაგოგმა სამსახურის დატოვება მოუხდეს.
თავის მხრივ ირინა ტურაშვილი განათლების სამინისტროს დღეს მიმართავს და სკოლაში შექმნილ მდგომარეობაზე რეალობის დადგენის მიზნით მოკვლევის ჩატარებას მოითხოვს.
კომენტარები