2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველად საქართველოში „spring brake” ივენთი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის

ჩამოტვირთვა

„მე ვარ აბიტურიენტი“ – ფეისბუქის გვერდი, რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა, 26000–ზე მეტ აბიტურიენტსა და სტუდენტს აერთიანებს. მათ აქვთ საშუალება გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესახებ. გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და წინასაგამოცდო ემოციები. წელს პირველად, სპეციალურად სტუდენტებისა და აბიტურიენტბისათვის 27 აპრილს კლუბ „ტრიუმფში“ ეწყობა ივენთი „spring brake” რომელსაც გახსნის ლუკა ზაქარიაძე. ივენთი აბიტურიენტებისათვის ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ის განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, მას ექნება საქველმოქმედო ხასიათიც. ივენთზე შემოსული თანხა გადაერიცხება დიტო ცინცაძის ფონდს და დაეხმარებიან პატარა თენგო ზაკაშვილს. გემოვნებისანი მუსიკა და სასიამოვნო გარემო იქ დამსწრე საზოგადოებას საუკეთესო საღამოს ჰპირდება, ივენთს კი დაასრულებს DJ ქასრა და გიგი დონივა. ბილეთები იყიდება კლუბ „ტრიუმფის“ სალაროებსა და უნივერსიტეტების თვითმმართველობებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები