2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შ.ს.ს–მ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ბათუმში რამდენიმე პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო „სთარი“–ს მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო „გენაცვალე“–ს მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს. ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „მარიხუანა“ და „ექსტაზი“. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ისინი გადაყვანილი არიან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში. მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები. გამოძიება სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები