2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტეხასში ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უცნობია

ჩამოტვირთვა

ტეხასის ქალაქ ვესტში სასუქის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად დაახლოებით 35 ადამიანი დაიღუპა, თუმცა სავარაუდოდ ეს ციფრი გაიზრდება. შტატის სენატორ ჯონ კორინის ინფორმაციით, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 60 ადამიანი ითვლება. დაღუპულთა შორის არიან ის პოლიციელები და მეხანძრეები, რომლებიც ადგილზე აფეთქებამდე ხანძრის სალიკვიდაციოდ გამოცხადდნენ. ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია. ხანძრისა და მისგან გამოწვეული აფეთქების შედეგად ვესტში დაზიანებულია შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლა და მოხუცთა თავშესაფარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები