მსოფლიო
ტეხასში ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უცნობია
2013-04-20 14:33:54
ჩამოტვირთვა
ტეხასის ქალაქ ვესტში სასუქის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად დაახლოებით 35 ადამიანი დაიღუპა, თუმცა სავარაუდოდ ეს ციფრი გაიზრდება. შტატის სენატორ ჯონ კორინის ინფორმაციით, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 60 ადამიანი ითვლება.
დაღუპულთა შორის არიან ის პოლიციელები და მეხანძრეები, რომლებიც ადგილზე აფეთქებამდე ხანძრის სალიკვიდაციოდ გამოცხადდნენ. ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია.
ხანძრისა და მისგან გამოწვეული აფეთქების შედეგად ვესტში დაზიანებულია შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლა და მოხუცთა თავშესაფარი.
კომენტარები