მსოფლიო
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება
2013-04-20 13:37:46
ჩამოტვირთვა
საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება. სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავას განცხადებით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ასეთი ამინდები 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
24 აპრილიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. ამინდის შესაბამისად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.
კომენტარები