მსოფლიო
ვისოლი „შევრონის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა
2013-04-16 17:36:50
ჩამოტვირთვა
მსოფლიოში წამყვანი ნავთობკომპანიის „ შევრონის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში ვისოლი გახდა. „ვისოლისა“ და „შევრონის“ კომპანიებს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „ვიანორი“ გახდა. შევრონის პროდუქტები სამი წამყვანი ბრენდის „შევრონის , „ტექსაკოს“ და „კალტექსის“ სახელითა არის წარმოდგენილი ამერიკასა და ევროპაში. აღნიშნული კომპანია პროდუქტის ხარისხითა და მაღალტექნოლოგიურობით მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით კომპანიის მომხმარებლებს „შევრონი“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვიანორის“ მომსახურების ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.
„შევრონის“ წარმომადგენლის თომას მელიას განცხადებით, მათი ვისოლთან თანამშრომლობა შემთხვევითი ფაქტი არ არის, ვისოლი არის ძლიერი კომპანია საქართველოში სადაც დავინახეთ შანსი გაგვეყიდა ჩვენი პროდუქცია.
კომენტარები