საზოგადოება
„ არ გააჩერო ანაკლია“
2013-04-15 13:45:44
ჩამოტვირთვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განმუხურის ამფითეატრი მსმენელებით კვლავ შეივსო. „ არ გააჩაერო ანაკლია“ ამ სახელწოდების აქცია-კონცერტმა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ანაკლიას სიცოხლე ერთი დღით დაუბრუნა. აქცია -კონცერტით ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოუწოდეს , არ შეჩერდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღონისძიება სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისა და კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" ორგანიზებით გაიმართა აქცია -კონცერტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა ესწრებოდა.
მსმენელის განწყობაზე ოთხი საათის განმავლობაში ბოლომდე დაიხარჯნენ ზუმბა , მწვანე ოთახი. აჩიკო გულედანი ,ჟეტ Bირდ -ი , მომღელებმა ძველთან ერთად ახალი სიმღერებიც შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობა უანგაროდ მიიღეს მომღერლებმა.
კონცერტზე მისული ახალგაზრდობა ემოციებს ვერ მალავდა და აღნიშნავდნენ რომ სურთ წინა წლების მსგავსად ახლაც გაგრძედლეს ანაკლიის განვითარება რათა კურორტმა ბევრს აქტიურ ღონისძიებას უმასპინძლოს.
კონცერტის დასრულების შემდეგ განმუხურის ამფიტიატრი კვლავ დაცარიელდა.
კომენტარები