მსოფლიო
ილია მეორე_საქართველოსნაირი ქვეყანა და ხალხი არც ყოფილა და არც იქნება.
2013-04-13 14:27:17
ჩამოტვირთვა
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი ქყვეყანა და ხალხი არც ყოფილა და არც იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძრის მოლოცვის შემდეგ განაცხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ მცირე ქადაგებით მიმართა.
"თქვენი ლოცვებითა და ღვთის დიდი წყალობით მშვიდობით დავბრუნდით სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ჩემი წასვლა ასეთი დიდი ხნით არ შეიძლება. ძალიან მომენატრეთ. გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა: ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი არც ყოფილა და არც იქნება არც ქვეყანა და არც ხალხი. მადლობა თქვენ ლოცვებისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
კომენტარები