2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ევროვიზია 2013 წლის ქართველი კონკურსანტები ამსტერდამში გაემგზავრნენ

ჩამოტვირთვა

ევროვიზია 2013 წლის ქართველი კონკურსანტები ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ამსტერდამში გაემგზავრნენ, სადაც ევროვიზიის კონკურსის მონაწილეებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება. ამსტერდამში სულ 23 ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი მოიყრის თავს, რომლებსაც ერთმანეთის გაცნობის საშუალება ექნებათ. შეხვედრის შემდეგ კონკურსანტები ამსტერდამში, ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ამსტერდამის შემდეგ გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში გადაინაცვლებენ, სადაც რეჟისორ ლაშა ონიანთან რეპეტიციებს გაივლიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები