2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გატეხა თუ არა შსს-მ თქვენი "ფეისბუქი"?

ჩამოტვირთვა

შსს-მ "ფეისბუქის" მასობრივი კონტროლი დაიწყო?! რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სოციალური ქსელების მასობრივ გატეხვთან დაკავშირებით. ინტერნეტ გამოცემა პრესა.ჯის ინფორმაციით შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით მოდულის შენობაში სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომლის დახმარებითაც, შს სამინისტროს "ჰაკერები", მათთვის საინტერესო ადამიანების ფეისბუქს ტეხავენ, საიდანაც სასურველი ინფორმაციის, უფრო კონკრეტულად კი პრივატული წერილების მოპოვება ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მარალჩინოსანი, ამჯამად კი ადვოკატი გიორგი ონიანი ყვება, რომ სამინისტროში სასურველი პიროვნების სოციალური ქსელის კონტროლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალებები მართლაც არსებობს. ონიანი კონკრეტულ ფაქტებზეც საუბრობს. ესა.ჯის ინფორმაციით "ფეისბუქის" კონტროლი, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით აქტუალური 19 აპრილის მიტინგის დაანონსების შემდეგ გახდა. ივანიშვილის ხელისუფლების ე.წ "მტრების" სიაში როგორც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ისე ცნობილი სახეები და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები მოხვდნენ. ფეისბუქის გატეხვის ფაქტებზე საუბრობენ, მოძრაობა 19 აპრილის და პატრიოტების წარმომადგენლები, ისინი აცხადებენ,რომ აქციის დაანონსების შემდეგ მათზე და მათი მხარდამჭერების ე.წ ,,ექაუნთებზე’’ კიბერშეტევა რამდენჯერმე განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის დავალებით, ე.წ. მოდერნიზირებულმა “კუდმა” სპეც-სია შეადგინა, სადაც ივანიშვილის ხელისუფლების ინტერნეტ-მოწინააღმდგეები მართლაც შეიყვანეს. თუმცა როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლს ამ დრომდე ვერ ამყარებს ე.წ ,,ვაიბერზე’’, რომლით სარგებლობაც მხოლოდ “სმარტ-ფონებითაა” შესაძლებელი. "viber"-ი კი განსაკუთრებით უსაფრთხო, მაშინაა როდესაც მომხმარებელი "WI-FI"-თ სარგებლობს. დღეს ამ თემაზე საუბრობდნენ ექსპერტებიც, ნიკა ჩიტაძე ქართული საიტების დაცულობის დაბალ ხარისხზე საუბრობს, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევებს მართლაც ახორციელებდეს და ამის რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააკეთა, მას შემდეგ ცნობილია,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღარიბაშვილის დავალებით 1 200 ერთეული მოსასმენი აპარატურა, შეიძინა. თუმცა თემის კომენტირებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ სისტემა დეპოლიტიზირებულია და უკანონო მოსმენები აღარ ხორციელდება. ფაქტია,რომ ის რაზეც ახალი ხელისუფლება ძველ მავრობას გამუდმებით აკრიტიკებდა, სწორედ უკანონო მოსმენები და თვალთვალი იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე უკანონობას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები