მსოფლიო
“რკინის ლედი” მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა
2013-04-08 16:59:19
ჩამოტვირთვა
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტეტჩერის სიკვდილი ინსულტის შეტევამ გამოიწვია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მას მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემებიც ჰქონდა. მარგარეტ ტეტჩერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1979-90 წლებში იყო. მან ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. პირველი ქალი-თავმჯდომარე გახდა უნივერსიტეტის კონსერვატიული პარტიის ასოციაციის. 1975 წლიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერი იყო, უკვე 1979 წელს კი პრემიერ-მინისტრი გახდა. მრავალი მწვავე კრიტიკისა მიუხედავად ის არჩეული კურსს არ უხვევდა, ამის გამო ტეტჩერს „რკინის ლედი“ შეარქვეს. 1992 წელს მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.
კომენტარები