საზოგადოება
ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს
2013-04-06 12:59:03
ჩამოტვირთვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე სამეგრელოსა და კახეთში რამდენიმე პირი დააკავეს.
სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია, ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ასევე დააკაებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ფიცხელაური.
კომენტარები