2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძმამ დას ნაჯახი 15-ჯერ დაარტყა

ჩამოტვირთვა

17 წლის გოგონას საკუთარმა ძმამ ნაჯახი 15ჯერ ჩაარტყა. გიულ მენა 12 წლი იყო როდესაც მშობლებმა 60 წლის მამაკაცს მიათხოვეს. ქმარი გოგონას მუდამ სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მშობლები კი შვილის გაჭირვებაზე არავიტარ რეაგირებას არ ახდენდნენ, პირიქით აიძულებდნენ ქმართან დარჩენილიყო,თუმცა გიულიმ გაუსაძლის პირობებს ვერ გაუძლო და მოძალადე ქმარს ავღანელ კაცთან ერთად გაექცა. „ვიცოდი რომ ჩემი გაქცევა საშიში გადაწყვეტილება იქნებოდა, ქმარი და ოჯახი ჩემს ძებნას დაიწყებდნენ, მაგრამ ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი, მეგონა ახლა მაინც მექნებოდა ნათელი მომავალი“ გიულის წინათგრძნობა გამართლდა, რამდენიმე დღეში წყვილის ადგილსამყოფელი გოგონას ძმამ შეიტყო, ქალის მეგობარი მამაკაცი ნაჯახით მოკლა, ხოლო დას იმავე ნაჯახით სახეზე 15 ჭრილობა მიაყენა. სასიკვდილო ტრავმების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, თუმცა პაკისტანის ხელისუფლებამ მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გამოყო, ამიტომ ის ავღანეთში წაიყვანეს და ქაბულში ერთ-ერთ თავშესაფარში მოათავსეს. ახლა გიული მხოლოდ საქველმოქმედო ფონდების იმედათაა დარჩენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები