საზოგადოება
18 მოზარდის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2013-04-05 11:38:22
ჩამოტვირთვა
რა მოხდა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მასობრივი მოწამვლა, შესაძლოა, სკოლის შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდებოდეს. საჯარო სკოლის ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ.
ორგანიზმის მოწამვლითა და ერთნაირი სიმპტომებით, მე-2 საჯარო სკოლიდან კლინიკაში, 18 მოსწავლე გადაიყვანეს. 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოწამვლა. მშობლების განცხადებით, ბავშვებმა უსიამოვნო, მძაფრი სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც თავის ტკივილი და პირღებინება დაეწყოთ. მშობლები საკვებით მოწამვლას გამორიცხავენ. მოწამლულებს მკურნალობის შესაბამისი კურსი უკვე ჩაუტარდათ, ისინი ქალაქის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სრულ გამოჯანმრთელებამდე დარჩებიან.
კომენტარები