2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დემონტაჟი თუ რეკონსტრუქცია - რა იგეგმება კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით?

ჩამოტვირთვა

რაბათი – შუა საუკუნეების მრავალკულტურული კომპლექსი, აღდგა 2012 წელს. მცხეთა – საქართველოს უძველესი ქალაქ–მუზეუმი, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, მისი რესტავრაცია 2010 წელს მოხდა. – – – რეაბილიტაციის მთავარი მიზანი ძველი იერსახის შენარჩუნება და ამასთან ერთად ტურისტთა მოზიდვაც იყო. დღეს უმეტეს ძეგლებზე რესტავრაციის პროცესები შეჩერებულია. იქ კი სადაც აღდგენა დასრულდა, ხელახალი რეკონსტრუქცია დაიწყო. კულტურის სამინისტროში რაბათის ციხის ხელმეორედ რესტავრაციას აღდგენის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას უკავშირებენ. თუმცა ეს რეკონსტრუქცია ქართული და თურქული ძეგლების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების შედეგია. ნგრევა თუ რესტავრაცია? ამ კითხვაზე კულტურის სამინისტროსა და იმ მხარეს, რომლის მმართველობის დროსაც მოხდა აღდგენა, სხვადასხვა პასუხი აქვთ. მცხეთა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში 1994 წლიდან არის. ემუქრება თუ არა დღეს მას ნუსხიდან ამოღება. იმ დროს როდესაც სვეტიცხოველის ირგვლივ ახალი საცხოვრებელი თუ მუნიციპალური შენობები აშენდა, დგება საფრთხე რომ იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღოს. კულტურის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ძეგლის ნუსხაში დასარჩენად ახალი შენობების დემონტაჟი დაიწყოს. მცხეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუნესკო ივლისში მიიღებს. მცხეთისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მასშტაბური გეგმა მხოლოდ ქალაქის ცენტრში არსებული რეაბილიტირებული ნაგებობეის დემონტაჟით არ იფარგლება. უკვე რამდენიმე კვირაა მშენებარე იუსტიციის სახლის ნგრევაზეც მიდის საუბარი. მცხეთა-თიანეთის გუბერნატორმა შესაბამისი ფოტო მასალაც გაავრცელა, მიუხედავად ამისა იუსტიციის სამინისტროში ობიექტის დემონტაჟის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. რა ბედი ეწევა წინა ხელისუფლების მიერ აღდგენილ ძეგლებს ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები