2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ არ იძიებს შსს კურტანიძის საქმეს?

ჩამოტვირთვა

ძალადობის წახალისება და თანაგუნდელის მხარდაჭერა. ასე აფასებს „საზოგადოებრივი ინიციატივა“ 30 მარტს ლუკა კურტანიძესა და თემურ ყაზარაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის და 2 მთავარი მოთხოვნას უყენებს – გამოძიების დეტალების განსაჯაროებას და კურტანიძის პოლიციის აკადემიიდან დათხოვნას. „საზოგადოებრივმა ინიციატივამ“ წერილი სამინისტროში რამდენიმე კვირაის წინ დატოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ღარიბაშვილის უწყებაში არც მათ სატელეფონო ზარებს პასუხობენ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცემა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია, თუმცა კურტანიძისა და ყაზარაშვილის კონფლიქტის ფაქტზე საქმე ამ დრომდე არ არის აღძრული. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, მომხდარი ამბავი ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა პოზიციაში შეაფასა. მისი თქმით, კურტანიძესა და ყაზარაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი პირადი კონფლიქტია, რაც სამართალდამცაველთა ჩარევას არ საჭიროებს. ღარიბაშილმა ისიც აღნიშნა, რომ საქმეზე მოკვლევა არ მიმდინარეობდა. თუმცა საწინააღმდეგო განცხადება გაკეთა მთავარმა პროკურორმა. არჩილ კბილაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“აღნიშნა, რომ თუ კურტანიძის მხრიდან ყაზარაშვილი ცემის ფაქტი დადასტურდებოდა, მის მიმართ საქმე აუცილებლად აღიძვრებოდა. თუმცა მთავარი პროკურორის ეს დაპირებისა, შეუსრულებელი დარჩა. გამოძიება მომხდარით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მსოფლიო ჩემპიონ თემურ ყაზარაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა 30 მარტს მიაყენა. ამ ფაქტს ფედერაციის წევრები შეესწრნენ. ცემის შედეგად ყაზარაშვილმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მისი განცხადებით, შეხლა-შემოხლის მიზეზი მის მიერ კურტანიძისთვის მწვრთნელების გათავისუფლებაზე უარის თქმა გახდა. ეს პირველი ფაქტი არ არის როდესაც ლუკა კურტანიძეს ძალადობაში დებენ ბრალს. ჯერ კიდევ არჩევნების დროს მან ლაგოდეხში რამდენიმე ადამიანი სასტიკად ცემა. კურტანიძეს უკავშირდება ასევე სკანდალური აუდიოჩანაწერიც, სადაც ის სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ჯემალ ნიაზოვს ემუქრება. ეს ფაქტები ისევე როგორც ყაზარაშვილის საქმე, ამ დრომდე გამოუძიებელია. უფრო მეტიც ქართული ოცნების მუხლჩაუხრელმა აქტივისტმა ახალი ხელისუფლებისგან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისა და პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობები მიიღო. ლუკა კურტანიძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატის გახსნისას კოლეგებს და სპორტსმენებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა და სიმბოლიურად დაიჩოქა კიდეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები