2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციამ „ნაციონალი“ აქტივისტები დააკავა

ჩამოტვირთვა

გამთენიისას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დააკავეს. მათ ბრალად ფასადის დაზიანება და იერსახის დამახინჯება ედებათ. დაკავებულების განცხადებით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას აანონსებდნენ, როდესაც მათთან პატრულის მანქანა მივიდა. ისინი დააკავეს და ჯერ ორთაჭალის განყოფილებაში შემდეგ კი მთავარ დეპარტამენტში გადაიყვანეს. ამჟამად ხუთივე მათგანი თავისუფალია. მათგან სამს ხელწერილი დააწერინეს, ერთს კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მხოლოდ ერთი პირის დაკავებას ადასტურებს. მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები